სასამართლო ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ღაჭავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის დამნაშავე არ არის.
ამასთან, ღაჭავამ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
„გავეცანით განჩინებას. მედავებიან, ვითომ, ზიანი მივაყენე სახელმწიფოს, არადა მართალი ვარ. გეგმური შემოწმება იყო საგადასახადოდან და იმას მოჰყვა ეს საქმე. საერთოდ, დღგ-ებს ამოწმებდნენ და მოვყევი მეც. ჩემი საქმე არის 2011-2013 წლებზე, მათ შორის არის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეც შიგნით, თუმცა სხვა მიმართულებით ალბათ, გაერკვევიან.
2011-2013 წლებში ჩვენ სახელმწიფომ წაგვართვა ქონება, როგორც ბიუჯეტის ვალი, მერე ხელმეორედ ვიყიდეთ და მაშინ წარმოიშვა ეს დღგ, დამიჯდა ზედმეტობა და ვიყენებდი. ახლა გაირკვა, რომ ეს არ არის სწორი. დღგ, რომელიც ზედმეტობაში იჯდა, ვიყენებდი, რადგან უფლება მქონდა. ვიკითხე ფინანსთა სამინისტროში და ნება დამრთეს, რომ გამომეყენებინა“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.
შეგახსენებთ, რომ, ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ განცხადება გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები