ადვოკატი ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალს “აბსურდულს” უწოდებს

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, კახა წერეთლის განცხადებით, გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ავთანდილ წერეთელი აბსურდად მიიჩნევს.
„ბრალდება არის აბსურდული და აბსურდად მიიჩნევს თავად ავთანდილ წერეთელიც. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ამჟამად, საქართველოში არ იმყოფება და პროკურატურაში მე გამოვცხადდები. რას უკავშირებს ავთო წერეთელი მისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ამაზე, ალბათ, თავად ისაუბრებს, მაგრამ რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის, რომ ბრალი არის აბსურდული“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
ბიზმესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები