მთავრობისა და პარლამენტის წევრები საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ

0

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრისას მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზოგიერთი პრობლემა შეხვედრისას გადაიჭრა, ხოლო დარჩენილი საკითხები სამოქმედო გეგმაში აისახება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. პრობლემების დროულად მოგვარებისთვის, პარალელურად, მიმდინარეობს  აღნიშნული საკითხების დამუშავება და დამატებითი გზების მოძიება. საჩხერის მოსახლეობამ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მზაობა გამოთქვა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2018-2019 წლებში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი