წალენჯიხაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
როგორც “კვირას” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, უკანონო საამქროებიდან, ჯამურად, ამოღებულია 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამურად, 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი