შიდა ქართლში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათგან 17 დაჯარიმდა – 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები