ზესტაფონში სახელისუფლო შეხვედრები მოსახლეობასთან დიალოგის ფორმატში გრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – გრიგოლ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი – გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე – დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში სოფელ სვირის, სადგურ სვირისა და ცხენთაროს მოსახლეობას შეხვდნენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დიალოგის რეჟიმში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათ სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძე მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ სიახლეებზე ესაუბრა, მათ შორის ახალ სამთავრობო ინიციატივაზე, რომელიც პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას 1 ლარად გულისხმობს.
მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ყველა სახელისუფლო რგოლია ჩართული, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები