სხანდარაში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ხულოში სოფლებთან დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში სოფელ ზემოვაშლოვანსა და სხანდარას შორის დამაკავშირებელ გზის 1 კმ. მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. მიმდინარე წელს აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის 11,3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი 7,6 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა; ასევე, მოეწყობა 29 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი. აშენდება 2 ახალი ხიდი და 48 ხელოვნური ნაგებობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები