ხელისუფლება წალენჯიხის სოფლებში მოსახლეობას ხვდება

ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ფარცვანია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე- ზაზა ბოხუა, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგა გულორდავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას წალენჯიხის სოფლებში ეწერში, მიქავასა და ნაკიფუში შეხვდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.
​შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგების, შიდა გზებისა და გაზიფიცირების პრობლემების მოგვარება დაასახელა.
​შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოფელ ეწერის სკოლის მშენებლობისა და ნაკიფუს სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები