განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ ფუნდამენტის მოწყობა და გრუნტის გამაგრება დასრულდა, ამჟამად კი სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, რომ, კონცეფციის შეცვლის გამო, სასტუმრო პირველადი გეგმისგან სრულად განსხვავებული იქნება.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთთან გამყოფი ხაზის მახლობლად სოფელ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დააანონსა. პროექტი თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 60 მლნ. აშშ. დოლარია. პირველი კონცეფციის მიხედვით, სასტუმრო გაშენებული იქნებოდა 35,000კვ.მეტრზე და 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახებით დაკომპლექტდებოდა. მშენებლობაზე 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო 2000 ადამიანის დასაქმება, ხოლო სასტუმროს ოპერირების შემდგომ, სტაბილურად, 350 ადამიანის დასაქმება. თუმცა, ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს ციფრები შეცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები