ლაგოდეხში ხანძარი ლოკალიზებულია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გაჩენილი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული და ცალკეული კერების ლოკალიზება  მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები