მთავრობისა და პარლამენტის წევრები სამტრედიის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – გრიგოლ გიორგაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  სამტრედიის სოფლების: ღანირის, ჩხენიშის, მელაურისა და იანეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრების მთავარი მიზანი ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის იმგვარად დაგეგმვაა, რომ იგი მაქსიმალურად მოერგოს მოსახლეობის პრიორიტეტებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას ჯანდაცვის, სოციალური მიმართულების, ასევე, სოფლის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფლებში, მოსახლეობის ჩართულობითა და გადაწყვეტილებით, წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა სოფლების გაზიფიცირება და მოწესრიგდა გზები.

მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები