სოფიო ქაცარავა: ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, არის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა

“ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, არის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა და სამშვიდობო პროცესის ხელის შეშლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან”, – ამის შესახებ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისულება არის კონსოლიდირებული და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და უკანონოდ დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდნენ.
“ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, არის დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა და სამშვიდობო პროცესის ხელის შეშლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ხელისულება არის კონსოლიდირებული და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და უკანონოდ დაკავებული პირები დროულად გათავისუფლდნენ. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ფორმატი, რომ უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი ამ პროცესების შესაჩერებლად. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს – იმ ვითარებაში, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება და საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია, ოპოზიციის ნაწილი კვლავ აგრძელებს უსაფუძვლო და უადგილო ბრალდებებს, რაც მიუღებელია”, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები