აშშ–ის აეროპორტებში სასაზღვრო კონტროლის სამსახურის კომპიუტერები მწყობრიდან გამოვიდა

აშშ-ის აეროპორტებში სასაზღვრო კონტროლის სამსახურის კომპიუტერული სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რამაც აეროპორტების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. სისტემის მასშტაბური დაზიანების გამო, ოთხი შტატის აეროპორტებში თანამშრომლები მგზავრებს ალტერნატიული პროცედურების საშუალებით ემსახურებოდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში, ლოს-ანჯელესის, სიეტლის, ფილადელფიის, სან-ფრანცისკოს, ჰიუსტონის, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის აეროპორტები შეფერხებით მუშაობდნენ.

ამჟამად, აეროპორტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

აშშ–ის სასაზღვრო კონტროლის სამსახურში განაცხადეს, რომ სისტემის მწყობრიდან გამოსვლა კომპიუტერული სისტემის განზრახ დაზიანების გამო არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები