პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს.
“სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება “ბუპრენორფინის” შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები