ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგის, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ასეთ ფორმატში, მოსახლეობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა დეტალურად გავაცნოთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და ის სარგებელი, რასაც ბენეფიციარები იღებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძალიან კარგი შედეგები აქვს პროექტს – „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით 500 ჰა ფართობზე, გაშენებულია მრავალწლიანი ბაღები. მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი გააჩნია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო. გამოიკვეთა სასმელი წყლის მიწოდებისა და მიწების რეგისტრაციის პრობლემა, რაც  ადგილობრივებისთვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ხელმისაწვდომობას ართულებს.

კახეთის მხარის გუბერნატორმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც რეგიონში ხორციელდება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა,  სასმელ წყალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მოწესრიგდება.

“შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მაქსიმალურად მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტში მათი გათვალისწინება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება“,- აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები