მიუხედავად იმისა, რომ აკნე მძიმე დაავადება არ არის, ის მაინც “ახერხებს”, ხასიათი გაუფუჭოს ადამიანებს, განსაკუთრებით კი – თინეიჯერებს – ამ ასაკში ხომ ადამიანი ესთეტიკურ სილამაზეს ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა არსებობს “მოგვიანებითი ფორმის” აკნეც, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკნეს განკურნება შეუძლებელია.
რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ აკნეს – ამ თემაზე ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “სკინ კოდის” დერმატო-ვენეროლოგი, ლეკო კორინთელი გვესაუბრა.
ლეკო ესთეტკური მედიცინის კლინიკა „სკინ კოდში“ დერმატო-ვენეროლოგად 2018 წლიდან მუშაობს. მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და რეზიდენტურა ალექსანდრე კაციტაძესთან გაიარა. 2012 წლიდან დერმატო-ვენეროლოგის ლიცენზია აქვს და, პარალელურად, გორის ვენდისპანსერში მუშაობს.
-ქალბატონო ლეკო, რა არის აკნე და რომელ ასაკობრივ ჯგუფში იჩენს თავს?
-აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის, დაახლოებით, 85% აწუხებს. აკნე ვლინდება 12-14 წლიდან და, მეტნაკლებად, გრძელდება 20-25 წლამდე როგორც ბიჭებში, ასევე – გოგონებში. ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა გამწვავებებითა და რეციდივებით, თუმცა ბოლო პერიოდში გახშირდა “მოგვიანებითი ფორმის” აკნე. ახლა ეს დაავადება 20-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც იჩენს თავს.
– რა არის აკნეს გამომწვევი კონკრეტული მიზეზი?
– კონკრეტული გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დიდ როლს თამაშობს “სებორია” – ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია. ამ დროს აქტიურდება ბაქტერიული ფლორა, კერძოდ – “პრობიო” ბაქტერია. დაავადების განვითარებასა და გამწვავებას ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლი, ჰორმონული ფონის ცვლილება, სტრესი, სიცხე, მომატებული ტენიანობა, ჰიპერაქტიური ცხიმოვანი ჯირკვლები, გენეტიკური ფაქტორი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია, კომედოგენური კოსმეტიკის გამოყენება და, ასევე, მედიკამენტები, როგორებიცაა, მაგალითად, “სტეროიდები”. ხანგრძლივად მისი გამოყენების შემდეგ შესაძლებელია, “სტეროიდული აკნე” მივიღოთ.
-როგორ ვლინდება აკნე?
-აკნე ვლინდება, ძირითადად, სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები დიდი რაოდენობითაა. სხეულზე მტკივნეული გამონაყარი შეიძლება, იყოს 1,5 სმ-დან 2 სმ-მდე და ინვოლუციის შედეგად ვიღებთ პოსტაკნეს ნაწიბურებს, რომელიც კიდევ უფრო სხვა პრობლემაა და საჭიროებს ლაქებისა და ნაწიბურების მკურნალობას.
– საშუალებები, რითაც შესაძლებელია აკნესთან გამკლავება
-აკნესა და პოსტაკნეს მკურნალობა შესაძლებელია როგორც კლინიკურად, ისე – ადგილობრივად. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, სკარბოქსი თერაპიას, ქიმიურ პილინგებს; ასევე, „სკინ კოდში“ გამოიყენება ახალი ინექციური მეთოდი და ლაინეკთერაპია, რომელიც იაპონური პრეპარატია. გარდა ამისა, გვაქვს წმენდა და მოვლითი პროცედურები “იოროშკინის” ხაზით. ესაა ძველი დერმატორლოგიური სკოლის გაცოცხლებული რეცეპტები, რომლებიც ძალიან ეფექტურია და პირველი პროცედურის შემდეგ ეფექტი უკვე შესამჩნვია.
-აკნეს დროს დასაშვებია თუ არა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება?
-დასაშვებია, თუმცა სასურველია, ეს საშუალებები იყოს ძალიან კარგი ხარისხის და არა – კომედოგენური და არა – მძიმე კონსისტენციით, ფორების დახშობა რომ არ მოხდეს. მაკიაჟი ძილის წინ აუცილებლად უნდა იყოს მოცილებული. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სახლში კანის მოვლის საშუალებების ან სხვადასხვა სამკურნალო გელის სწორად შერჩევასა და გამოყენებას. მაგალითად, შეიძლება, მედიკამეტოზურ მკურნალობას არ იტარებდეს პაციენტი და მხოლოდ ადგილობრივ მკურნალობას იტარებდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში დერმატოლოგები ატარებენ ადგილობრივ მოვლით პროცედურებსაც. ანუ უპირატესობა ისაა, რომ ექიმი – როგორც კლინიკაში, ასევე სახლში – პაციენტს აძლევს სახლის პირობებში სხვადასხვა დანიშნულებას, რითაც შესაძლებელი ხდება დამატებითი პროცედურების მართვა.
სახის მოვლის საშუალებების შერჩვევაც ხდება ჩვენ მიერ “იეროშკინის ხაზის” მედიკამენტებისა და “მატინექსის ხაზის” საშუალებით, რომლებიც ასევე ძალიან ეფექტურია.
-რა პერიოდში შეიძლება, განიკურნოს ეს დაავადება ან შესაძლებელია თუ არა სრულად განკურნება?
– ზუსტად ვერცერთი ექიმი შეძლებს განკუნების დროის დადგენას, რადგან აკნეს გამომწვევი მიზეზები ინდივიდურია და დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად – საიდან მომდინარეობს ეს დაავადება, როგორია ორგანიზმის მდგომარეობა და ჰორმონალურ ფონი; ასევე, პაციენტი რამდენად მორჩილია და ასრულებს ექიმის მითითებებს.
– მიზანშეწონილია თუ არა თვითნებური მკურნალობა?
– გამონაყრის წვალება არ შეიძლება, რადგან სახლში ჰიგიენური პირობები არ იქნება დაცული და ინფექცია შეიჭრება, რაც გამოიწვევს დაავადების გამწვავდებას და ეს პოსტაკნეს საწინდარი იქნება.
– შესაძლებელია აკნეს თავიდან არიდება?
– აკნეს თავს ვერ აარიდებ, თუ გენეტიკურადაა განპირობებული, მაგრამ თუ აკნე გამომდინარეობს კუჭნაწლავის სისტემის პრობლემიდან, მაგალითად, თუ ადამიანი ხშირი მომხმარებელია სწრაფი კვების ობიექტებისა და ხშირად იღებს ენერგეტიკულ სასმელებს, ასევე, იყენებს ცუდი ხარისხის კოსმეტიკას, ამ შემთხვევაში, აკნეს თავს ვერ აარიდებს.
ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესია შესაძლებლობა ამ დაავადების თავიდან აცილებისა, რა თქმა უნდა, თუ ეს განპირობებული არაა გენეტიკურად.