ლევან ნიკოლეიშვილი: ძნელია, როცა წლების განმავლობაში დანაშაულს ფარავ და ერთ მშვენიერ დღეს სააშაკარაოზე გამოჰყავხარ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „იმედის” ეთერით გასული ფილმს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამ ფილმმა როგორც ჩანს ძალიან ცუდ ხასიათზე დააყენა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები: ავტორს ეძებენ ბულინგის ოსტატები! არადა, სიმართლე, რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი, მართლაც ძნელი აღსაქმელია მათთვის. გინახავთ სადმე დამნაშავე, რომელსაც დანაშაულზე მითითება უხაროდეს? ცხადია არა….ძნელია, როცა წლების განამვლობაში დანაშაულს ფარავ და ერთ მშვენიერ დღეს სააშაკაროზე გამოჰყავხარ…ასეა, ქალბატონებო და ბატონებო, სიმართლეს და ფაქტებს ვერ გაექცევით!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”. სიუჟეტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში „ნაციონალური მოძრაობისა” და იმდროინდელი პრეზიდენტის ბრალეულობაზეა აგებული.

ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები