ანდრია გვიდიანი: კანონის წინაშე ყველა თანასწორია – არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ბიუჯეტის თანხების მითვისება შერჩება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ამ ეტაპისთვის, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყებამ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე თანხების თაღლითურად მითვისების მცდელობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი უკანონო ქმედება კანონის სრული სიმკაცრით უნდა იქნას აღკვეთილი.
“დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოაშკარავება და მისი აღკვეთა. ბუნებრივია, ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში მსგავს დანაშაულზე უმკაცრესი რეაგირება ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, არც საქართველოა გამონაკლისი და  ვფიქრობ, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისადმი ლიბერალური დამოკიდებულების მიუხედავად, არავის უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ ბიუჯეტის თანხების მითვისება შერჩება. გარდა ამისა, საუბარია 100 მილიონამდე ლარის თაღლითურად დაუფლებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული თანხები ხმარდება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას – ჩვენს უსაფრთხოებას, განათლებას, ჯანდაცვას ინფრასტრუქტურას და ა.შ. შესაბამისად, ვფიქრობ, საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული მოცემული ღონისძიება ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი, თუ რა ტიპის შედეგები დადგება მსგავსი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების მიმართ”, – განაცხადა გვიდიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები