ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდში ქურდობის ბრალდებით  ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
სავარაუდოდ, მან დედამთილს ფული მოპარა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები