ლევან ნიკოლეიშვილი: კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი amerikiskhma.com-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი, სტივ ჰედლი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს.

„კიდევ ერთი დადასტურება, რომ სააკაშვილს ყველა აფრთხილებდა, მაგრამ მაინც თავისას აკეთებდა! ვის სასარგებლოდ? ვის წისქვილზე ასხამდა წყლს? საინტერესოა ამჯერად რას იტყვიან ვითომ პროდასავლელი ექსპერტები და არასამთავროები? აშშ-ის უშიშროების საბჭოს მრჩეველი სტივ ჰედლი, გაზპრომის თანამშრომელი იყო თუ კონდი რაისი მუშაობდა რუსეთის დაზვერვში? ან ჯორჯ ბუში ვინ იყო საერთოდ? ყველა რატომ უშლიდა სააკაშვილს რუსეთთან ომს?”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი და amerikiskhma.com-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ავრცელებს.

სტივ ჰედლი: ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე ვერ დაგიცავ – გეოგრაფიის გამო,- აცხადებს “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი.

„მახსოვს ომამდე თეთრ სახლში სააკაშვილის ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდასწრებით პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და როცა შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა: რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ, გეოგრაფიის გამო”,- ამბობს სტივ ჰედლი.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილი, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მარტო დარჩებოდა, სტივ ჰედლი პასუხობს:

„მარტო დარჩებოდა არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მას მივატოვებდით, არამედ იმ რეალობის გამო, რომელიც ჩვენთვის ძალიან გაართულებდა იმის შეჩერებას, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს თანმიმდევრული მიდგომა იყო პოლიტიკასთან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილს მანამდე გაუცხადა. კონდი რაისი თბილისში სწორედ ამ გზავნილის გასამეორებლად ჩავიდა. ეს მართალია”,- განაცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილმა მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები