ნიკა გვარამია – “რუსთავი2″ სამინისტრო გგონიათ? ვინ გეკითხებათ, რას ვშვრებოდით”

“რუსთავი2″ სამინისტრო გგონიათ? ვინ გეკითხებათ, რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი? რა გაყიდვების სახლში რა ინტერესი ჰქონდა, იმას არკვევთ?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია წერს.
“ესე იგი, თურმე, “რუსთავი2-ის” დირექტორს (ნიკა გვარამიას), რომელსაც ზედამხედველობენ პარტნიორები (91% იწონებს საქმიანობას, 9% საერთოდ უცნობი იყო დღემდე) და მათ გარდა ბიუჯეტის დარღვევას ან კომპანიისთვის ზიანის მიყენებას ვერავინ განსაზღვრავს, უნდა მცოდნოდა ქიბარ ხალვაშის, პაატა სალიასა და პროკურატურის აზრი:
1. 2015 წელს დადებულ კონტრაქტზე, რომლითაც ჩვენი შემოსავალი 32 მილიონი იყო, იმავე წლის მთავარი კონკურენტი იმედის 24ის საპირისპიროდ;
2. არხის მთავარ სახეებს, რომლებზეც გამწარებული ნადირობა და ხუთმაგი თანხების შეთავაზება მიდიოდა, როგორ ბონუსებს მივცემდი საარაკო მუშაობისთვის (გინდა პრემიას, გინდა ბინას, გინდა რასაც მინდა) და როგორ გარანტიებს ჩავუდებდი კონტრაქტში;
3. არქივს გავყიდდი თუ არა (არაერთხელ და არაიაფად – აკრძალული საქმიანობაა თუ რამე სპეციალური თანხმობა სჭირდება);
4. და, როგორც იკვეთება, ყველა სხვა საკითხსა და სარედაქციო პოლიტიკაზეც – ამას ითვალისწინებდა დროებითი მმართველების დანიშვნა, რაზეც დღეს ყეფს სამარცხვინო სალია.
და, საერთოდ, “რუსთავი2” სამინისტრო გგონიათ? ვინ გეკითხებათ, რას ვშვრებოდით, კომერციული სუბიექტი? რა გაყიდვების სახლში რა ინტერესი ჰქონდა, იმას არკვევთ? არანაირი, მაგრამ საერთოდ მე რომ ვყოფილიყავი მარტო ეგ გაყიდვების სახლი (და ჩემივე გადაწყვეტილებით არ ვიყავი არც მე და არც ვინმე სხვა დაინტერესებული პირი) მერე? ვისი რა საქმეა? პროკურატურამ უნდა გაარჩიოს? თუ მაშინ არარსებულმა ქიბარმა? თუ ჯერ არ გაუყიდია “რუსთავი2-ის” მენეჯმენტს (ვინც ჩივის იმის მამკვიდრებელს, მაგალითად) რეკლამა? და საერთოდ, შიგ ხო არა გაქვთ, ვინ გეკითხება, ეს კომპანია აქამდე როგორ ცოცხლობდა? ცოცხლობდა, ფეთქავდა და კიდევ იცოცხლებდა? რას მოეთრეოდით, ვინ დაგპატიჟათ?
ხოდა, რისთვისაც მოეთრეოდით და ვინც დაგპატიჟათ, ზუსტად ის ხდება და ეგ ნაძირალა ხალვაში, 25-დღიანი ჩვარი დირექტორი პატასალია პასუხს აგებს “რუსთავი2-ის” დასამარებისა და ვანო ჩხარტიშვილის კორპუსების პოლიგონად ქცევისთვის. აგერ უყურონ და დაელოდონ”, – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები