ფერეიდნიდან საქართველოსკენ ფეხით მოდიან
11 აგვისტოს, ფერეიდნიდან საქართველოსკენ ფეხით გამოემგზავრა ორი ქართველი – შაჰრამ ონიკაძე და იმედა გუგუნაშვილი. ამის თაობაზე ჰამიდ რეზა ასლანის ფეისბუქგვერდი იტყობინება.
„ძვირფასო მეგობრებო, მომისმინეთ, დაიწყო ორმა ფერეიდნელმა ქართველმა – შაჰრამ ონიკაძემ და იმედა გუგუნაშვილმა ფეხით სიარული ფერეიდანიდან საქართველომდე, წინაპრების კვალზე. იმედია, გამოივლიან 40-45 დღემდე იმ გზას, რომელიც გამოიარეს 2004 წელს ძმებმა არია და შაჰინ ხოსროშვილემა.
ეგენი იქნებიან სამშობლოში, ღმერთის მფარველობით, სექტემბრის ბოლოს“, – წერს ჰამიდ რეზა ასლანი.
ამ გამომგზავრებას ფეისბუქის გვერდზე პროფესორი ტარიელ ფუტკარაძეც ეხმაურება, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ფეხით წამოსვლა საქართველოსკენ დიდგორობას ეძღვნება. „ეს ფეხით წამოსვლა დიდგორობას მივუძღვნათ“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ტარიელ ფუტკარაძე ფერეიდნელების ფოტოების თავზე.
2004 წელს ფერეიდნიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ძმები – არია და შაჰინ ხოსროშვილები. მათ წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს.