ნიკა გვარამიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დღეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
“არ არსებობს საფრთხე ნიკა გვარამიამ ქვეყანა დატოვოს, მას გაცნობიერებული აქვს, რომ ის შესაძლოა გახდეს უკანონო პატიმარი”, – აღნიშნავს ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
როგორც უფლებადამცველი განმარტავს, გვარამიას გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შესაძლოა, გახდეს პატიმარი.
„სასამართლომ მიიჩნია რომ ამ შეზღუდვის დაწესებით ნიკა გვარამიას მიმალვის შესაძლებლობა გამოირიცხება. თუმცა მას აკრძალვა არ აქვს, მას არ ეკრძალება დატოვება უბრალოდ მას სჭირდება თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი. არანაირ რისკებს ეს არ აზღვევს და სინამდვილეში არც არსებობს რისკი მიმალვასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნიკა გვარამიამ იცის რომ 7 წლის განმავლობაში მასზე არაერთი საქმე მიმდინარეობდა. გაცნობიერებული აქვს ის რისკი, რომ შეიძლება გახდეს პატიმარი. უკანონო მაგრამ მაინც. ის თვლის რომ არსად არ უნდა წავიდეს, აქ უნდა დარჩეს და გააგრძელოს ბრძოლა იმ ფორმით და იმ პირების წინააღმდეგ რა ფორმითაც აკეთებდა ამ 7 წლის განმავლობაში”, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ორი დღის წინ ნიკა გვარამიას, ერთთვიანი ვადა მიეცა, 40 ათას ლარიანი გირაოს გადასახდელად და საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე, ქვეყნის დატოვების უფლება აეკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები