აჭარის პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ხ.თ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, “პარაბელიუმის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები