ამირან გულუაშვილი: ნიკა გვარამია ხელშეკრულებაში არის მხარე და მას ეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებას უპასუხა, იმის შესახებ, რომ „ინტერმედიასთან” დადებულ ხელშეკრულებაზე ის უბრალოდ ხელმომწერია და ტექსტის შინაარსი მის კომპეტენციას არ წარმოადგენს.

„ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის უბრალოდ ხელმომწერი იყო და ტექსტის შედგენა ან უშუალოდ ტექსტი არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას. ის ძალიან კარგი იურისტია და დარწმუნებული ვარ იცის, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ნიშნავს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას. არავინაა ვალდებული მოაწეროს ხელი ისეთ ხელშეკრულებას, რომლის ტექსტსაც ან მით უფრო მის კონკრეტულ დებულებებს არ ეთანხმება. თავად ტელეკომპანიის წესდებიდან გამომდინარე, გენერალური დირექტორი არის ერთადერთი უფლებამოსილი პირი დადოს ხელშეკრულება მესამე პირთან. ხელმომწერი პირი არის მხარე და კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულება იმ კომპანიის ინტერესების შესაბამისად, რომელსაც იგი წარმოადგენს”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა, პროკურატურა მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები