20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

ბეჟან ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. ლორთქიფანიძე და კიდევ სამი პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით, მხარდამჭერებმა და მისმა ოჯახის წევრებმა 31 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში პეტიცია წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები