„ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“ – ონის კულტურის ცენტრში ნინო ზედელაშვილის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართა

 გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში ნინო ზედელაშვილის ახალი პოეტური კრებულის – „ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“ წარდგენა გაიმართა.
საღამოზე ავტორმა საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხა სხვადასხვა დროს შექმნილი ლექსები, ასევე გაჟღერდა ნინო ზედელაშვილის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები, რომლებსაც ასრულებდნენ: თამარ კერესელიძე, ნათია ჯოხაძე, შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი „რაჭა“ და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემელი პატარა მონაწილეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები