„სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არი?!“ – 7 აგვისტო ვახუშტი კოტეტიშვილის გარდაცვალების დღეა

აგვისტო ვახუშტი კოტეტიშვილის თვეა. ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დაიბადა 1935 წლის 4 აგვისტოს,  თბილისში.  გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს.
ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80-იან წლებში ტარდებოდა. არც ჯილდოები, პრემიები, პრიზები აკლდა.
თითქოს დღევანდელობაზეა დაწერილი ვახუშტი კოტეტიშვილის ეს ლექსი:

„გავიბითურეთ სამშობლო,
მართლაც სამოთხის სადარი.
სხვა საქართველო კი არა,
თვით საქართველო სად არი?!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები