„ბლექ სი არენაზე“ ჯესი ჯეის კონცერტი მიმდინარეობს
შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, ჯესი ჯეის (Jessie J) კონცერტი მიმდინარეობს.
ჯესი ჯეი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით („Who You Are“) გაიცნო. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ ჯესი ჯეისმ ზედიზედ ორი ალბომი გამოსცა, რომლებმაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.
2019 წელს ჯესი ჯეი განაგრძობს მსოფლიო ტურნეს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს.
„ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, დღეს მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ელოდება.