1 აშშ დოლარი 2.8870 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც  ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით  0.0426 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8870 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9296 ლარი ღირდა.
0.0291 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2037 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2328 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები