ქუთაისში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში, ავტომშენებლის დასახლებაში, ხარებავას #5ბ-ში აივნის ჩამონგრევის შედეგად ასაკოვანი ქალი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ქალი აივანზე იდგა, როდესაც აივანი ჩამოიშალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, მათ აივნიდან ჩამოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: megatv.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები