უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგები ჩაუტარდათ და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ
USAID/Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებს ჩაუტარდათ პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგები და გადაეცათ სპეციალური აღჭურვილობა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს ვარძიისა და უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალებში მომსახურებისა და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას.