ნიდერლანდებში ნიქაბისა და ბურქის ტარება აიკრძალა

ნიდერლანდებში 1-ელი აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: სკოლებში, საავადმყოფოებში, ტრანსპორტში, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებში ნიქაბისა და ბურქის ტარება აიკრძალა.
შსს-ს დავალებით, სამართალდამცველები საზოგადოებრივ ადგილას მყოფ ქალს ნიქაბის ან ბურქის მოხსნას მოსთხოვენ. უარის მიღების შემთხვევაში, ქალს 150 ევროთი დააჯარიმებენ ან შენობაში შესვლას აუკრძალავენ.
ნიდერლანდებში ნიქაბისა და ბურქის ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით მსჯელობა 14 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პირველმა მსგავსი გადაწყვეტილება საფრანგეთმა 2011 წელს მიიღო, ამის შემდეგ შეზღუდვები დაწესდა დანიაში, ბელგიაში, ბულგარეთსა და ავსტრიაში.
გერმანიაში შეზღუდვა ნაწილობრივ მოქმედებს. მაგალითად, ჰესენის ფედერალურ მიწაზე ნიქაბისა და ბურქის ტარება სახელმწიფო მოხელეებს ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები