ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეზე: სააკაშვილის მმართველობისას რომ „ჩაკუკული“ ბავშვივით დაიპარებოდა…

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ არსებული ხელისუფლების კრახი უახლოეს მომავალში გარდაუვალია – ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება. ბედუკაძე ვაშაძეს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს ახსენებს და წერს, რომ ვაშაძე უწყებაში უფუნქციო იყო და მას არავინ არაფერს ეკითხებოდა.
“ამ გაურკვეველი სიმბიოზის ფეისპოსტები როდიდან გახდა ასე მნიშვნელოვანი სააგენტოებისთვის, არ ვიცი, თუმცა, სააკაშვილის მმართველობისას რომ ჩაკუკული ბავშვივით დაიპარებოდა აქეთ – იქით და, საერთოდ, არავინ არაფერს არ ეკითხებოდა, ცხადია.
და თუ მართლა, როგორც საბჭოთა პოლიტიკური სკოლის აღზრდილი ბატონი ვაშაძის ბაგენი სიმართლეს ღაღადებენ (სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში მუშაობდა და კოსმოსში რაც ხდება, ისიც კი იცის) და მისივე სიტყვებით, “ამ ე.წ. ხელისუფლების კრახი უახლეს მომავალში გარდაუვალია”, ისევ და ისევ თქვენ ძრწოდეთ, ნაციონალური სექტის წევრებო, რადგან სწორედ თქვენი ხელშეუხებლობის, მფარველობის და კოჰაბიტაციის გარანტი დღევანდელი ხელისუფლებაა. აი,მაშინ კი გეშინოდეთ ხალხის რისხვის!“,- წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები