გია აბაშიძე: პოლიციელზე თავდასხმა, თუნდაც სათლის სროლით, კატეგორიულად მიუღებელია დონალდ ტრამპისათვის
“პოლიციელზე თავდასხმა, თუნდაც სათლის სროლით, კატეგორიულად მიუღებელია დონალდ ტრამპისათვის”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
აბაშიძე ნიუ იორკში პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
“პოლიციელზე თავდასხმა, თუნდაც სათლის სროლით, კატეგორიულად მიუღებელია დონალდ ტრამპისათვის. ნიუ იორკში პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას მათ უბნელები დაუპირსპირდნენ და წყლით სავსე სათლი ესროლეს, რის გამოც დამატებით დააკავეს სამი პიროვნება. აშშ-ის პრეზიდენტი “ტვიტერში” წერს: ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამართალდამცველნი ყველგან ჩვენს დიად ქვეყანაში. ის, რაც მოხდა ნიუ იორკში, როცა პოლიციის ოფიცრებს წყალი ესროლეს, არის სრული სირცხვილი. ის დროა, რომ ნიუ იორკის მერი – დი ბლასიო გვერდით დაუდგეს იმ ხალხს, რომლებიც ჩვენ სიცოცხლეს იცავენ და გვემსახურებიან. მომხდარი სრულიად მიუღებელია და ამის დათმენა არ იქნება. ბილ დე ბლასიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს!”, – წერს გია აბაშიძე.