რა კავშირი აქვს ბრიტანეთის პრემიერის დიდ ბაბუას სომხების გენოციდთან – აღადგენს თუ არა ჯონსონი სამართლიანობას

ბრიტანეთის პრემიერმინისტრად ბორის ჯონსონის არჩევამ სომხეთში იმედი გააჩინა, რომ ბრიტანეთი 100 წლის შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდს აღიარებს.
საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერის დიდი ბაბუა, თურქი ჟურნალისტი და ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი შს მინისტრი, ალი ქემალი იყო, რომელმაც თავის დროზე 1915 წელს თურქეთის ტერიტორიიდან სომხების გენოციდზე დაწერა, რომ „მოხდა წარმოუდგენელი, საზარელი რამ“ და ორგანიზატორების დაკავების ბრძანება გასცა, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.
ალი ქემალის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ჯონსონის ბაბუა ოსმან ალი ბრიტანეთში გაიქცა, სადაც უილფრედ ჯონსონის სახელი აიღო.
ჯონსონის დიდი ბებია მამის მხრიდან, ხანიფა ფერედი ჩერქეზეთიდან იყო. კავკასიის ომის დროს ის ოსმალეთის იმპერიაში გაიქცა, სადაც ცოლად სწორედ ალი ქემლის გაჰყვა.
1919 წელს ალი ქემლიმ გაზეთ „საბაჰ“-ში დაწერა, რომ „4 თუ 5 წლის წინ ისტორიაში წარმოუდგენელი, საზარელი დანაშაული მოხდა, რომელმაც მსოფლიო შეძრა. გამოიკვეთა, რომ აღნიშნული დანაშაული პარტია „ითიხატის“ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა“.
მანამდე კი მან გენოციდის ორგანიზატორების დაკავების ბრძანება გასცა.
ქემალ ათათურქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ალი ქემლი დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს.
ათათურქის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო და გენოციდის ორგანიზატორების დაკავებისთვის ის „მოღალატედ“ გამოაცხადეს და სიკვდილით დასაჯეს.
სომხური მედია წერს, რომ 100 წლის შემდეგ ბრიტანეთმა სომხების გენოციდი უნდა აღიაროს, რომ ჯონსონის დიდი ბაბუის ხსოვნას „მოღალატის“ იარლიყი მოეხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები