ანდრია გვიდიანი უტიაშვილის განცხადებაზე: რუსთაველზე შეკრებილი “ნაღდი”, ანტისაოკუპაციო მოძრაობა სად არის ამ დროს?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი შოთა უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის სახლთან მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ის უტიაშვილს “ოკუპაციასთან მებრძოლ ერთუჯრედიან ელემენტად“ მოიხსენიებს და მის გუშინდელ პოსტს სისაძაგლეს უწოდებს.
“აი, ეს ოკუპაციასთან “მებრძოლი” ერთუჯრედიანი ელემენტი ისეთ ტუტუცობას ამბობს, რაც ჯერ არავის მოსვლია თავში აზრად.
გორიდან ჩამოსულმა გაგიჟებულმა ხალხმა მის სახლთან აქცია გამართა და, ბუნებრივია, გააპროტესტეს ეს სისაძაგლე – უფ, ეგენი ტროლები არიანო და ხელისუფლების მიერ ზეწოლად შეაფასა ამ ინფუზორიამ.
კაი, ეგენი ტროლები არიან აბა უტიაშვილის გამონათქვამს ნორმალური კაცი როგორ გააპროტესტებს, კაცო. მაგრამ, მე მაინტერესებს, აი, ის რუსთაველზე შეკრებილი “ნაღდი”, ანტისაოკუპაციო მოძრაობა სად არის ამ დროს?! რატომ არ აფიქსირებენ ამ თანამედროვე ორჯონიკიძის განცხადებებზე თავიანთ პოზიციებს? რატომ არავინ შეწუხდა და პროტესტი რატომ არავინ გამოთქვა?
ესეც შეგიძლიათ, ვრცლად ნახოთ ამ ვა”შ”კაცის სიბრძნეები აგვისტოს ომთან დაკავშირებით
“20 % დავკარგეთ, მაგრამ სამაგიეროდ “რუსთავი 2-ის”, ანაკლიის პორტისა და მსგავსი დემოკრატიული პროექტების შესანარჩუნებლად საჭირო მექანიზმები შევიმუშავეთ. ხალხისთვის ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ომი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა. სამშობლო მხოლოდ ტერიტორიები არ არის, სამშობლოს ადამიანები ქმნიან და როდესაც ამ ადამიანების განვითარებისთვის ცოტაოდენი ტერიტორიის გაცემა და დათმობა გიწევს, ეს რა თქმა უნდა სწორია. ქვეყნისთვის ევრო ინტეგრაციია საჭირო. დღეს კი ბიძინა ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება გვართმევს იმ ყველაფერს, რაც სისიხლის ფასად დაგვიჯდა”, – განაცხადა უტიაშვილმა”, – წერს ანდრია გვიდიანი.