შოთა უტიაშვილი თავის სახლთან გამართული აქციის გამო შსს-ს მიმართავს
შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ გუშინ გავრცელებული პოსტი ყველას არ შეიძლება, მოეწონოს და დაეთანხმოს მის მოსაზრებას.
„ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება-თქო. ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება – არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს. შსს – მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადაცვივდებით მარაზმში“, – წერს უტიაშვლი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ „აგვისტოს ომმა”, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.