რომან გოცირიძე: ”ანაკლიის კონსორციუმი” ხაზარაძის, ჯაფარიძისა და “კონტი ჯგუფის” სახით არის უვარგისი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ”ანაკლიის კონსორციუმი” ხაზარაძის, ჯაფარიძისა და “კონტი ჯგუფის” სახით არის უვარგისი, რადგან ვერ მოიზიდა ბანკებიდან საჭირო ფული.
“იმ მუხლით, რა მუხლითაც არის ბრალი წაყენებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ლმობიერი მიდგომების მქონე ქვეყნების კანონმდებლობითაც კი გათვალისწინებულია წინასწარი პატიმრობა და პრაქტიკაში თითქმის ყოველთვის აღესრულება ხოლმე. საქართველოში პოლიტიზებულ შემთხვევებში სასამართლო რომ არაფერს წყვეტს, ყველამ ვიცით. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წინასწარ პატიმრობას დღეს არ მიუსჯიან. ეს იქნება განხილული, როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის აშკარა დასამარება ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება სხვა ხაზს ანვითარებს – ”ანაკლიის კონსორციუმი” ხაზარაძის, ჯაფარიძისა და “კონტი ჯგუფის” სახით არის უვარგისი, რადგან ვერ მოიზიდა ბანკებიდან საჭირო ფული. პროექტის ჩაშლა ამათ უნდა დაბრალდეს და არა – ივანიშვილს. ამიტომ  დღეს მათ გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ არ მისცემენ განძრევის საშუალებას. მიზანიც ეს იყო – ორი კურდღლის დაჭერა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება”, – წერს გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები