თამარ მახარობლიძე: დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს არც “თიბისი ბანკთან” და არც – ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან

„დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს არც “თიბისი ბანკთან” და არც – ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, – ასე გამოეხმაურა სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.
„დროული და ლოგიკურია დღევანდელი შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. რამდენიმე თვეს მიმდინარეობდა გამოძიება და ამ დროის განმავლობაში დადასტურდა, რომ საქმეს კავშირი არ აქვს “თიბისი ბანკთან” ისევე, როგორც – ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ბანკი შეუფერხებლად განაგრძობს საქმიანობას, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობას მტკიცე ნება აქვს გამოხატული. ახლა საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც მხარეები, საკუთარი პოზიციების დასაცავად, კანონით მინიჭებული ყველა უფლებით ისარგებლებენ”, – წერს მახარობლიძე “ფეისბუქპოსტში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები