ლევან კობერიძე: მურუსიძე-ჩინძალაძის სასამართლო არ და ვერ “გაპრავდება” ამ ქვეყანაში

“ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრებებზე შეძლეს და საზოგადოებას თვალნათლივ დაანახეს, თუ რა პროცესთან გვაქვს რეალურად საქმე იუსტიციის საბჭოში”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობერიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში ჯანსაღი ძალა, რომელიც შეცვლის შესაცვლელს.
“ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრებებზე შეძლეს და საზოგადოებას თვალნათლივ დაანახეს, თუ რა პროცესთან გვაქვს რეალურად საქმე იუსტიციის საბჭოში – რომელზეც დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ დასაშლელია ეს საბჭო ! და არ შეიძლეოდა იმ კანონის მიღება, რომელიც ამ დაჯგუფებას კანონის ძალით გაუხსნა ხელ-ფეხი ყველაფერ იმაზე, რასაც ახლა ჩადის და ჩაიდენს მომავალში – მურუსიძე-ჩინძალაძის სასამართლო არ და ვერ “გაპრავდება” ამ ქვეყანაში!!! უსამართლობას, საბოლოოდ, არასდროს ეგუებოდა და არც ახლა არ შეეგუება საქართველო !!! აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში ჯანსაღი ძალა, რომელიც შეცვლის შესაცვლელს !!!მადლობა ანა და ნაზი – თქვენ რასაც აკეთებთ დღეს, ეს სამოქალაქო და პროფესიული პასუხისმგებლობის მაგალითია – ვნახოთ, პარლამენტი რამდენად გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, როცა შერჩეული კანდიდატების სია შემოვა პარლამენტში!!!”, – წერს ლევან კობერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები