“საგამოძიებო ორგანოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაბარების მიბმა “თიბისი ბანკთან” ან ანაკლიის პროექტთან პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა”
„საგამოძიებო ორგანოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაბარების მიბმა “თიბისი ბანკთან” ან ანაკლიის პროექტთან პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.
შესაბამის პოსტს ექსპერტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში მათი დაბარება აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. ამ პროცესის მიბმა ან “თიბისი ბანკთან” ან ანაკლიის პროექტთან კიდევ ერთი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა. მგონი, უკვე დროა, ყველა მიეჩვიოს სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებასა და კანონსა და სამართალთან თანასწორობას“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. საქართველოს გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.