თურქეთში, აფხაზთა დასახლებაში წყალდიდობის შედეგად 7 დაკარგულიდან 3-ის ცხედარი იპოვეს

თურქეთში, აფხაზების მიერ დასახლებულ სოფლებში: ესმა-ჰანიმში, დელავერში, უსუში, ასევე, კობაში წყალდიდობის შედეგად 7 დაკარგულიდან სამის ცხედარი ნაპოვნია.
ამის შესახებ თურქეთში აფხაზთა კულტურის ცენტრების ფედერაციის ე.წ. თავმჯდომარემ, ატანურ აკუსბამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ცხედრების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.
18 ივლისს წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაკარგულად მიიჩნეოდა, მათგან 5 ერთი ოჯახის წევრია – დედა და მისი 4 მცირეწლოვანი შვილი; ორი კი მოხუცი ცოლ-ქმარია.
წყალდიდობის შედეგად 20-მდე სახლი საცხოვრებლად უვარგისია.
განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი, წაღებულია გზები.
სახელმწიფო ხალხს დახმარებას ჰპირდება, მათ შორის – ფინანსური კომპენსაციის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები