თურქეთში, აფხაზურ დასახლებებში წყალდიდობაა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია (ვიდეო)

თურქეთში აფხაზებით დასახლებული სოფლებში: ესმა-ჰანიმ, დელავერი, უსუ, ასევე კობაში, წყალდიდობაა.
გადაუღებელი წვიმების შედეგად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში ესმა-ჰანიმსა და დელავერში.
როგორც თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ვადიმ ხარაზიამ განაცხადა, 3-დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე მალანი ადიდდა.
მისი თქმით, სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი, წაღებულია გზები, გაწყვეტილია კავშირი.
თუმცა, მისი თქმით, მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, მიმდინარეობს ვერტმფრენებით ხალხის ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები