ედიშერ გვენეტაძე: უნდა ჩამოყალიბდნენ, „რუსთავი 2“ მედიაა თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას გვარამია აცხადებს

“სტრასბურგის სასამართლომ სავსებით სამართლიანი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა „რუსთავი 2-ის“ა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“სტრასბურგის სასამართლომ სავსებით სამართლიანი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა “რუსთავი 2-ისა” და სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ჰოდა, “აკრიახდა” საქართველოს ნიღაბაფარებული “სადმოკრატეთი” ანუ თანამედროვე ნეოლიბერალური ბოლშევიკები. მათი ლოგიკით, ვინც მათთან არ არის, მათი მტერია და სტრასბურგიც უყოყმანოდ გამოაცხადეს დემოკრატიისა და თავისუფლების მტრად. ანუ შეგვიძლია, ხმამაღლა დავიძახოთ – ეს ე. წ. ყალბი სუბიექტები თავიდან ბოლომდე შიშვლები არიან…
ვფიქრობ, კარგი განცხადება გააკეთა ტელევიზიის ახლანდელმა მფლობელმა, ქ. ხალვაშმა. მის განცხადებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც თანამედროვე ცივილიზებული მედია ეფუძნება. გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ აუდიტორიას შეურაცხყოფა არ მიაყენოს, დაიცვას ეთიკური სტანდარტი, არ დაუშვას შეგნებულად სიცრუისა და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება და ა.შ.
აქედან გამომდინარე.
1. სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი 2-ის“ მიერ და ზოგიერთი NGO-ს მიერ აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს არ ცნობს და არ ეთანხმება. 2 ანუ გამოდის, რომ
მათთვის სტანდარტის დაცვა მიიჩნევა შეტევად?
თუ მოთხოვე, რომ შეგნებულად არ იცრუოს ჟურნალისტმა, როცა იცის, რომ ტყუილია და ეს არ გაავრცელოს – ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა?
რომ ეუბნები, შეურაცხყოფა არ მიაყენო – ესაა დამოუკიდებლობის შეზღუდვა?
რომ ეუბნები, რომ გინება არ უნდა ისმოდეს ეკრანიდან – ესაა შეზღუდვა?
რომ ეუბნები, ყველა მხარეს მიეცი საშუალება აზრის გამოხატვისა? 3. მათი რეაქციები არის აღიარება, რომ „რუსთავი 2“ მედია არ არის. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, „რუსთავი 2“ არის მედია თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას გვარამია აცხადებს. 4. დიახ, სწორედ მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და გამოცდილი ადამიანების მოწვევა, ჩარევა არის საჭირო, რომ „რუსთავი 2“ გახდეს ტელევიზია და არა – პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ტელევიზიის სახელით”, – წერს გვენეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები