ირანში, აშშ-ის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში 17 პირი გამოავლინეს, მათ ნაწილს სიკვდილით დასჯა ემუქრება
ირანის სასამართლომ 17 მოქალაქე, აშშ-ის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო, მათ ნაწილს სიკვდილით დასჯა ემუქრება.
გამოძიების მტკიცებით, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სამმართველომ 17 მოქალაქის გადაბირება შეძლო, რომლებიც ირანში კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში იყვნენ დასაქმებული.
როგორც ირანის ინფორმაციისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ირანში ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს გააქტიურება შეინიშნება“.
აღსანიშნავია, თეირანის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც სპარსეთის ყურეში ირანისა და დასავლეთის დაპირისპირების ესკალაცია შეინიშნება. კერძოდ, 19 ივლისს ირანმა სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის ტანკერი დააკავა.