ირანი აშშ-ს სტაბილური გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ჰორმუზის სრუტის დატოვებისკენ მოუწოდებს
თუ ვაშინგტონი სტაბილური გადაზიდვების უზრუნველყოფით ნამდვილად დაინტერესებულია, შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტიდან თავისი სამხედრო ძალები უნდა გაიყვანოს, – ამის შესახებ თურქმენეთში ირანის ელჩმა, ალი მოჯთაბა რუზბეჰანიმ განაცხადა.
„მე მაქვს წინადადება ტრამპისთვის: თუ მას სურს სტაბილურობა და გადასასვლელი ჰორმუზის სრუტეში, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სამხედრო ძალებმა დატოვონ ეს სრუტე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებაზე, შექმნან საერთაშორისო კოალიცია სრუტის დასაცავად.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე ამჟამად არ არის დაკეტილი, თუმცა რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. მისივე თქმით, ირანის მთავრობის დახმარებით სრუტის გავლა არაერთმა გემმა მოახერხა.
„ჩვენ, როგორც ირანის მთავრობა, დავიცავთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ჰორმუზის სრუტეში“, – დასძინა რუზბეჰანიმ.