ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შონ პენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შონ, შენი წყალობით, ჩვენ ვიცით, ვინ არის უკრაინის ნამდვილი მეგობარი. თქვენ უკრაინის გვერდით იდექით სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან. ეს დღესაც ასეა. და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ კვლავაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის გვერდით იქნებით“, – წერს ზელენსკი X-ზე.