ირაკლი კობახიძე – ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში, რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ არჩევნების შედეგები პარლამენტში შემოსვლით, გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება

„ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  8-პროცენტიან რეიტინგი უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში.

„რაც შეეხება, ვინ რა რეპუტაცია წაიღო, 8-პროცენტიან რეიტინგში, მერე უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამაში არის გამოხატული თქვენი რეპუტაცია, განსხვავებით „ქართული ოცნების“ რეპუტაციისგან. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი. თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში. რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები, გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები