პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული

ძალიან მძიმეა ჩვენთვის ის დანაშაულები, რომლებიც გამოვლინდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მიმართებით. ჩვენთვის მტკივნეულია, მათ შორის პერსონალური კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის  უნდა შეიცვალოს.

„რაც შეეხება 2 ნაწილად დაყოფას, რეალურად ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვიწევს ამის ეტაპებად დაყოფა, რეალურად ასეა. ჩვენ კი არ ვყოფთ ამას, ეს ფაქტია, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, აქედან მოყოლებული დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები არის კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებში გამოხატული“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები